ამბროზინი: “არ ვიცი მიაღწევდა, თუ არა რონალდო მესის და კრიშტიანუს დონეს“
მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ JeffBet-თან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ამბროზინი:
„არ ვიცი მიაღწევდა, თუ არა რონალდო მესის და კრიშტიანუს დონეს, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო. შესაძლოა რონალდო მილანში 10 კილოგრამით მძიმე გადმოვიდა და მუხლი განადგურებული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც საოცარ ფეხბურთს თამაშობდა.
რაც შეეხება რონალდუს და მესის, ვფიქრობ, მათი შედარება არ შეიძლება. ორივე მათგანმა 15 წლის განმავლობაში უმაღლესი დონე აჩვენეს და ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს.“
შეგახსენებთ, რომ მასიმო ამბროზინი მილანის ღირსებას 1995/2013 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, როსონერის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 488-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება რონალდოს, ბრაზილიელი ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი მილანს 2007 წელს შეუერთდა და 1 სეზონის შემდეგ კორინთიასში გადავიდა. რონალდომ როსონერის რიგებში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.