ჩემპიონთა ლიგა | შერმადინის 10 ქულა და ტენერიფეს ზედიზედ მე-5 მოგება
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ფეთკიმ სპორს ესტუმრა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 85:80 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელმაც პარკეტზე 12 წუთი და 49 წამი დაყო.
როგორც ხედავთ, ქართველ კალათბურთელს ცოტა სათამაშო დრო მიეცა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 10 ქულას, 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ტენერიფეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დაუგროვდა(ყველა თამაში მოიგო) და შემდეგი ეტაპის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი მანრესას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 25 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება, თუმცა იქამდე ტენერიფე ლიგა ენდესაში, 23 მარტს მორაბაკ ანდორას დაუპირისპირდება.
???? ¡¡ Seguimos invictos en Europa !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 19, 2025
???? Gran victoria de los nuestros en Turquía
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/2CVuoMTCGJ