ელიტ რაუნდი - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდის პირველ ტურში პოლონეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები აქტიურობდნენ, თუმცა პოლონელებმა ამ ყველაფერს ალღო საკმაოდ მალე აუღეს და თავისი ფეხბურთის თამაში დაიწყეს.
ანგარიში მე-17 წუთზე გურგულმა გახსნა და პირველი ტაიმი პოლონელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი აქტიურად კვლავ პოლონეთმა დაიწყო და 50-ე წუთზე შნაუცერმა შორეული გასროლით სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო წერტილი ზუსტად 4 წუთში მიკოლაევსკიმ პენალტის ნიშნულიდან დასვა. დარჩენილ დროში, საქართველომ ვეღარაფერი მოახერხა და დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მორიგ ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შემდეგ მატჩს 22 მარტს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.