ბექაურის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემზე
სულ მალე საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში გრანდ სლემი დაიწყება, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
საქართველო თბილისის გრანდ-სლემზე 38 ძიუდოისტით წარდგება, საიდანაც 27 მამაკაცია, 11 კი ქალი.
კაცები:
-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი
-66 კგ: თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
-81 კგ: ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი
-100 კგ: ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის ნაცვლად სიაში სოსო ებილაშვილს ვხედავთ.
ქალები:
-48 კგ: ჯულიეტა როდონაია
-52 კგ: ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის გრანდ სლემზე საქართველო 43 ძიუდოისტით გამოვიდა.
ასევე შეგახსენებთ, 2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. საბა ინანეიშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. თბილისის გრანდ სლემი 21 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.