43 წლის ასაკში ბენფიკას და მალიორკას ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მალიორკას და ბენფიკას ყოფილი ფეხბურთელი ანდრია დელიბაშიჩი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მალიორკას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
როგორც გაირკვა, დელიბაშიჩი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და სამწუხაროდ ამ საშინელი დაავადებისგან ვერ განიკურნა.
Lamentamos profundamente la pérdida de Andrija Delibašić, exjugador del club.
— RCD Mallorca (@RCD_Mallorca) March 19, 2025
Mandamos nuestro pésame a su familia y seres queridos ???? pic.twitter.com/T9WlUtGt0P
ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელი 2004/2005 წლებში ბენფიკასთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.
კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის პარტიზანი, მალიორკა, ბენფიკა, ბრაგა, აეკი, ბეირა-მარი, რეალ სოსიედადი, ჰერკულესი, რაიო ვალეკანო და ა.შ.
საფეხბურთო კარიერა 2015 წელს დაასრულდა და 2016 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო. თავდაპირველად ის პარტიზანის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ იგივეს ბუდოჩნოსტში აკეთებდა, ხოლო 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მორნარი მთავარი მწვრთნელი იყო.