ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

სხვაობა თითქმის 19 მილიონია - მესის და სუარესის ანაზღაურება ინტერ მაიამიში

ცნობილია, რომ ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

სპორტულ მედიაში რატომღაც დამკვიდრებულია ის აზრი, რომ ინტერ მაიამიში კოლოსალური ხელფასები არსებობს.

რა თქმა უნდა, ლეო მესის ანაზღაურება მართლაც კოლოსალურია, მაგრამ მის და სხვების ხელფასებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

მაგალითად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი კვირაში 393 205 დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო წლიურად მისი ხელფასი 20 446 667 დოლარს შეადგენს.

საინტერესოა ინტერ მაიამის მეორე სუპერვარსკვლავის ლუის სუარესის ხელფასი. ალბათ გონებაში წარმოიდგენთ, რომ მასაც რამდენიმე ათეული მილიონი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასე არ არის.

ურუგვაელი თავდამსხმელი კვირაში 28 846 დოლარს იღებს, ხოლო წელიწადში მისი ანაზღაურება 1 500 000 დოლარია.

ლუის სუარესის ანაზღაურება ლიონელ მესიზე თითქმის 19 მილიონით ნაკლებია. ზუსტი ციფრებით კი 18 946 667.

საინტერესოა ამ ფეხბურთელების სტატისტიკაც. დღემდე, მესიმ ყველა ტურნირზე ერთად, ინტერ მაიამის მაისური 44-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. სუარესმა კი 45 ჩატარებულ შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 17-ჯერ გაატანინა.

რა თქმა უნდა, სტატისტიკაშიც მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ალბათ ვეტერანი ურუგვაელი გაცილებით მეტ ანაზღაურებას იმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს | რომანო
ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს | რომანო