ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

“შემტევი თამაშის სტილი ცოტათი გაქრა“ - ლევანდოვსკი ლა ლიგის გუნდებით უკმაყოფილოა

რობერტ ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებთან სასაუბროდ მოიცალა. პოლონელმა თავდამსხმელი გამოცემა MARCA-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ლევანდოვსკი:

„კარგად მესმის, რომ გუნდები ყველა საშუალებით ცდილობენ ჩვენთვის ხელის შეშლა და ხანდახან მსაჯები მათ ამის საშუალებას აძლევენ. ყოველთვის გვეუბნებიან, რომ არსებობს შეზღუდვები, მაგრამ ამ ყველაფერს უცნაურად იყენებენ. ვერასდროს ვხვდები, სად არის ეს საზღვარი. ვფიქრობ, მსაჯებმა მეტად უნდა შეუწყონ ხელი შემტევ ფეხბურთს.

როდესაც აქ გადმოვდიოდი, უფრო მეტად ტექნიკურ ლიგას ველოდი, მაგრამ რამდენიმე თამაშის შემდეგ, მივხვდი, რომ ამ ყველაფრის წინა წლებთან შედარება არ შეიძლებოდა. ახლა ბევრი გუნდია, რომლებიც ძალიან დაცვით ფეხბურთს თამაშობენ. ვფიქრობ, ლა ლიგაში შემტევის თამაშის სტილი ცოტათი გაქრა.

ყველამ იცით, რომ ყოველთვის ყველაფრის მოგება მსურს. წელს მინიმუმ 3 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებული რამ იქნება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ უამრავი შეხვედრაა დარჩენილი.“

შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში იმყოფება. ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს | რომანო
ერიქსენი მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში დატოვებს | რომანო