გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„ზაფხულში უოტფორდიდან უნდა წავიდეს“ - Sky Sports-ის ჟურნალისტი ჩაკვეზე

ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ლი ჰენდრიმ Football League World-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „უოტფორდის“ ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

ჰენდრიმ ჩაკვეტაძეს ზაფხულში „უოტფორდის“ დატოვება ურჩია და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი უფრო ძლიერი თანაგუნდელების გარემოცვაში შესაძლოა კიდევ უფრო კარგად ათამაშდეს.

„რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ის „უოტფორდის“ დონეს გასცდა და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კარგი ტრანსფერი სჭირდება.

ჩაკვეტაძის თამაში რამდენჯერმე მაქვს ნანახი, „უოტფორდში“ მწვრთნელებთან დაკავშირებით მერყევი სიტუაციაა, ამიტომ მას მეტი სტაბილურობა სჭირდება.

გოლებისა და ასისტების მხრივ მისგან მეტს მოველი, იმიტომ რომ მას მეტი შეუძლია. ის „უოტფორდის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ის „ლესტერმა“ დაიმატოს - უფრო ძლიერი თანაგუნდელების გვერდით ჩაკვეტაძემ შესაძლოა კიდევ უფრო მოუმატოს. მას დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ ზაფხულში ის „უოტფორდს“ დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბების მხრიდან ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესის თაობაზე. კერძოდ, ქართველი ნახევარმცველის სახელი ბოლო კვირებში „ვულვერჰემპტონს“, „ლესტერს“ და „ევერტონს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამიხსენით რატომ არაა ძირითადი შემადგენლობის წევრი“ | ფრანგი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„ამიხსენით რატომ არაა ძირითადი შემადგენლობის წევრი“ | ფრანგი ჟურნალისტი მიქაუტაძეზე