მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი საუდის არაბეთში? | „ჩვენი კარი მისთვის ღიაა“

„ლივერპულის“ ეგვიპტელი ვარსკვლავის, მოჰამედ სალაჰის მომავალთან დაკავშირებით მედიაში საუბრები არ წყდება.

„ფარაონის“ შესაძლო ტრანსფერის საკითხზე საუდის არაბეთის ჩემპიონატის მარკეტინგის კომუნიკაციების გენერალურმა დირექტორმა, მოჰამედ ბასრავიმ ისაუბრა.

რა თქვა ბასრავიმ:

„სალაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, არაბულ ქვეყნებში მას აღმერთებენ. ვისურვებდი, რომ ის საუდის არაბეთში ჩამოვიდეს, ჩვენი კარი მისთვის ღიაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ: მასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. დიდ სახელებს ყურადღებას ნუ აქცევთ. ჩვენი ამოცანა საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელების დონის ამაღლებაა“.

ცნობისთვის, „ლივერპულთან“ კონტრაქტი სალაჰს მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურება, რის შემდეგაც ეგვიპტელი თავისუფალი აგენტი გახდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰს 43 მატჩში 32 გოლი და 22 ასისტი დაუგროვდა. ეგვიპტელი გარემარბი მერსისაიდელების ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალაჰი ზაფხულში მიდის - ბარსა, თუ საუდის არაბეთი? რამდენად რეალურია?
სალაჰი ზაფხულში მიდის - ბარსა, თუ საუდის არაბეთი? რამდენად რეალურია?