პსჟ-ს იამალისთვის რეკორდული კონტრაქტის შეთავაზება სურს | El Nacional
„პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ვინგერის, ლამინ იამალის მიმართ კვლავ იჩენს ინტერესს. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ცდილობენ 17 წლის ფეხბურთელი დაარწმუნონ, რომ „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.
როგორც იწერება, პსჟ მზად არის იამალს კლუბისთვის რეკორდული კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც იმ პირობებს შეესაბამება, რაც თავის დროზე კილიან მბაპეს ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ლამინი „ბლაუგრანას“ გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.
მიმდინე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 17 ასისტი მიითვალა.