ენდრიკი, პაუ კუბარსი, ლამინ იამალი
Aa
Aa

50 საუკეთესო თინეიჯერი ფეხბურთელი | Goal.com-ის რეიტინგი

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ, Goal.com-მა 50 საუკეთესო თინეიჯერი ფეხბურთელის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. კერძოდ, რეიტინგში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებიც 2006 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაიბადნენ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს რეიტინგში მოხვდნენ, ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს - ჯუდ ბელინგემი, როდრიგო გოეში, გავი, ბუკაიო საკა, ჯამალ მუსიალა და სხვები.

გასაკვირი, ალბათ, არავისთვის იქნება, რომ რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ ვუნდერკინდი, ლამინ იამალი აღმოჩნდა. საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ესტევაო ვილიანი, რომელიც ამჟამად პალმეირასში თამაშობს, ზაფხულში კი ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდება, და პაუ კუბარსი, რომელმაც „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ესპანეთის ნაკრებშიც მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

რეიტინგის სრულად ნახვა ბმულზე არის შესაძლებელი, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ლამინ იამალი, ბარსელონა
  2. ესტევაო ვილიანი, პალმეირასი
  3. პაუ კუბარსი, ბარსელონა
  4. უორენ ზაირ-ემერი, პსჟ
  5. ენდრიკი, რეალი
  6. ითან ნვანერი, არსენალი
  7. კლაუდიო ეჩევერი, მანჩესტერ სიტი
  8. მაილს ლიუის-სკელი, არსენალი
  9. იორელ ჰატო, აიაქსი
  10. ფრანჩესკო კამარდა, მილანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი პოპულარობაზე: ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს
იამალი პოპულარობაზე: ნორმალური ცხოვრება აღარ მაქვს