საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან მინდა, ორივე თამაში მოვიგოთ“ | სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, გეორგი არუთინიანმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ გამართავს. არუთინიანმა ინტერვიუ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხს მისცა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებთან“ ჩანიშნული ორივე მატჩის მოგება უნდა.

„საქართველოსთან გასამართ შეხვედრებს დიდი ინტერესით ველოდებით. ქართველები ჩვენი მეზობლები არიან და ასე რომ ვთქვათ, კავკასიური დერბი გვექნება. ძალიან მინდა, ორივე თამაში მოვიგოთ“.

საქართველოს ნაკრები ერევანში დღეს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განსაკუთრებულია, ორ წელში 20 მილიონი ეღირება | გულიაშვილის თანაგუნდელი
განსაკუთრებულია, ორ წელში 20 მილიონი ეღირება | გულიაშვილის თანაგუნდელი