გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: “ჩაკვეტაძეს პრემიერ ლიგის კლასი აქვს“

მიმდინარე სეზონში, გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის რიგებში გამორჩეული ფეხბურთელია და თუ ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, ის მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში აუცილებლად ითამაშებს.

Footballleagueworld ქართველ ფეხბურთელზე სტატიას აქვეყნებს:

„უოტფორდში ვარაუდობენ, რომ ისინი გიორგი ჩაკვეტაძეს დაკარგავენ, თუმცა 15-20 მილიონ ევროს აუცილებლად მიიღებენ. არსებობს მაღალი ეჭვი იმისა, რომ ქლევერლის გუნდი პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდება. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფში თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა.

მიუხედავად იმისა, რომ შემტევი ნახევარმცველისთვის მისი სტატისტიკა არც ისე მდიდარია(2 გოლი და 6 საგოლე პასი), ძირითადი რიცხვები გაცილებით დამაჯერებელია და თამაშზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ეს კი გულშემატკივრების თვალს ნამდვილად არ ეპარება. მისი თამაში მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს ხშირად აოცებს.

წელს, მხოლოდ მიდლსბროს ნახევარმცველმა, ფინ აზაზმა შექმნა იმაზე მეტი შანსი, ვიდრე ჩაკვეტაძემ(70). ქართველმა კი 64 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ხშირად სთავაზობს უოტფორდს ფასდაუდებელ მომენტს მატჩის გარდამავალ პერიოდში. ის ხშირად არღვევს დაცვის ხაზებს პასების შესანიშნავი დიაპაზონით.

გიორგის პრემიერ ლიგის კლასი აქვს. მისი დრიბლინგის უნარი და დაცვის ხაზის გაჭრა საყურადღებოა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მას ბევრი მსურველი ეყოლება. მიუხედავად ამისა, უტოფორდს აქვს უსაფრთხოების გარანტი, რომელიც გიორგის კონტრაქტს მოიცავს. ქართველმა ინგლისურ გუნდს თავისი მომავალი 2029 წლის ჩათვლით დაუკავშირა. დიდი ალბათობით ეს პრობლემა არ გახდება და უოტფორდი სოლიდურ თანხას მიიღებს.

ასევე დიდი ალბათობით, გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავა და უოტფორდს მხოლოდ იმაზე მოუწევს ბრძოლა, რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელი მიიღოს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის ბრეშასთან გატანილი გოლი, ტურის საუკეთესოდ დასახელდა
კვერნაძის ბრეშასთან გატანილი გოლი, ტურის საუკეთესოდ დასახელდა