კვერნაძის ბრეშასთან გატანილი გოლი, ტურის საუკეთესოდ დასახელდა
სერია ბ-ს გასულ ტურში ფროზინონემ ბრეშას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მასპინძელთა მხრიდან პირველი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელის გოლი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა. ინფორმაციას სერია ბ-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ფროზინონეს 30 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება კვერნაძეს, მიმდინარე სეზონში, 22 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.