“მათხოვრები ვართ?“ - სქოულზი რეტკლიფმა გააბრაზა
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს.
ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ აღნიშნული სტადიონის მშენებლობა 2 მილიარდი ფუნტი დაჯდება და იუნაიტედი გარკვეული თანხის მისაღებად რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მწვავე მოსაზრება წითელი ეშმაკების ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა დააფიქსირა.
სქოულზი:
„თქვენ შეგიძლიათ გულმოდგინეები იყოთ და დაიჯეროთ რეტკლიფის სიტყვები, რადგან სიტყვები ზოგადად იაფია, მაგრამ რამდენად ასახავს რეალობას? რამდენად რეალურია ამ სტადიონის მშენებლობა?
ჩვენ რა მათხოვრები ვართ? გავიგე, რომ 2 მილიარდი ფუნტია საჭირო ახალი სტადიონისთვის და ამის გამო ფეხბურთელები უნდა გაყიდონ. ვიმეორებ, მათხოვრები ვართ? ამ საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კლუბად მიგვიჩნევენ და რა საჭიროა ფეხბურთელების გაყიდვა?“
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია რომელი ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს მანჩესტერ იუნაიტედი.
ასევე გეტყვით, რომ წითელი ეშმაკები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებენ. მანჩესტერული კლუბი პრემიერ ლიგაში 37 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
მიუხედავად პრემიერ ლიგაში ცუდი შედეგებისა, იუნაიტედი ევროპის ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გიორგი მიქაუტაძის ლიონს დაუპირისპირდება.