პაოკ-მა დაადასტურა | გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონში ითამაშებს
გასულ კვირაში CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის მოქმედ ჩემპიონ პაოკ-ში გააგრძელებდა. ეროვნული ნაკრების მეკარემ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი გასულ კვირაში გააფორმა და დღეს პაოკ-მა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
CrystalSport-ის ცნობით, „პანსერაიკოსი’’ გუგეშაშვილის სანაცვლოდ მილიონ ევროს მიიღებს და ზაფხულიდან ლუკა პაოკ-ში ითამაშებს.
„ყარაბაღიდან'' წამოსვლის შემდეგ გასულ ზაფხულში გუგეშაშვილი „პანსერაიკოსს'' შეუერთდა, საბერძნეთის სუპერლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გამორჩეული ბერძნული კლუბების ინტერესი დაიმსახურა და საბოლოოდ არჩევანი პაოკ-ზე შეაჩერა.
25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, ხუთ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა, ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.
14-გუნდიან სუპერ ლიგაში „პანსერაიკოსი'' 28 ქულით მე-11 ადგილზეა.