ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

Kicker-მა სეზონის სიმბოლურში შეიყვანა | კიტეს აღიარება და პირადი რეკორდი

გერმანულმა Kicker-მა ავსტრიის 2024-25 წლების რეგულარული სეზონის სიმბოლურ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი შეიყვანა, ავტორიტეტულმა გამოცემამ „შტურმის’’ „ათიანს’’ 2,9 დაუწერა.

28 წლის ფეხბურთელმა რეგულარული სეზონის ყველა ტურში ითამაშა, 22-დან 20 მატჩში სასტარტოში იყო, ორჯერ ცვლილებაზე გამოვიდა. მის აქტივში 9 გოლი (4 პენალტიდან) და 4 საგოლე პასია. ასევე აღსანიშნავია, რომ 8 მატჩში გუნდს უკაპიტნა.

აქამდე რეგულარულ სეზონში 9 გოლი არასდროს გაუტანია, ეს მისი პირადი რეკორდია. ამ სეზონამდე ყველაზე შედეგიანი 2020-21 წლების რეგულარულ სეზონში იყო, მაშინ 5 გოლი შეაგდო.

ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება, „ლინცის'' შემტევ რონივალდოსა (13 გოლი) და თანაგუნდელ მიკა ბირეტს (11 გოლი), თუმცა ბირეტი ზამთარში „მონაკოში'' გადავიდა. კიტეიშვილის მსგავსად 9 გოლი კიდევ ოთხმა მოთამაშემ შეაგდო.

2018 წლიდან „შტურმშია’’ და ეს პირველი სეზონია, როცა კიტეიშვილმა რეგულარულ სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ წლებში მისი პრობლემა ტრავმები იყო და კარგია რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა.

რეგულარული სეზონის შემდეგ ავსტრიის ჩემპიონატი ორ ნაწილად, ორ ექვსგუნდიან ჯგუფად იყოფა. რეგულარულ სეზონში „შტურმა’’ და „აუსტრიამ’’ 46-46 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლოდინებს აჭარბებს, ტოპ 5-ში ვხედავ| ინტერვიუ გულიაშვილის მწვრთნელთან
მოლოდინებს აჭარბებს, ტოპ 5-ში ვხედავ| ინტერვიუ გულიაშვილის მწვრთნელთან