თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ფულადი ჯარიმა დისკვალიფიკაციის ნაცვლად - შენგელია შემდეგ ტურში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, საკალათბურთო სერია ა-ს გასულ ტურში ვირტუს ბოლონია ნაპოლის ეთამაშებოდა, რა დროსაც თორნიკე შენგელია ნაპოლის ამერიკელ ლეგიონერს ენდრიუ ტომასს დაუპირისპირდა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

როგორც ცნობილი გახდა, ქართველ კალათბურთელს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება და სერია ა-ს შემდეგ ტურში აუცილებლად ითამაშებს, თუმცა ვირტუს ბოლონიას ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი დისკვალიფიკაციას იმის ხარჯზე გადაურჩა, რომ კლუბმა საჩივარი შეიტანა და დისკვალიფიკაციის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა მოითხოვა. კომისიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ასეთი მოთხოვნის შეტანა სერია ა-ს კლუბებს სეზონში ერთხელ აქვთ და ვირტუსმა სწორედ შენგელიას „გადასარჩენად“ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ში ვირტუსი 32 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი ტრიესტეს ესტუმრება. იქამდე კი ბოლონია ევროლიგაზე მაკაბი თელ ავივს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბილბაოს იუბილე ჩაუმწარა“ - ესპანელები შერმადინზე
„ბილბაოს იუბილე ჩაუმწარა“ - ესპანელები შერმადინზე