კასანო ნაპოლის: პირველ ადგილზე იყვნენ და კვარაცხელია გაყიდეს
ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის ეთერში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, კონტეს გუნდი გააკრიტიკა და კვარაცხელიაც ახსენა.
„ჩემი აზრით, ეს უკვე დასასრულია, ჩემპიონატი დასრულებულია. ნაპოლიმ კვლავ ვერ მოიგო, ხოლო ინტერმა ლამაზად მოთამაშე ატალანტა გაანადგურა. უძლიერეს გუნდს მარტივად მოუგეს.
გასპერინის გუნდს საშინელი განრიგი აქვს. ნაპოლი კი მომდევნო ტურში მილანს დაუპირისპირდება, სადაც ქულების დაკარგვა კვლავ შეუძლიათ. ნაპოლიმ ვენეციასთან კარგად ითამაშა და უნდა მოეგოთ, თუმცა კონტეს გუნდმა ბოლო დროს ასეთ შეხვედრებში ქულები ხშირად დაკარგა - უდინეზესთან, კომოსთან და ახლა უკვე ვენეციასთან.
ნაპოლი ცხრილში პირველ ადგილზე იყო, ამ დროს ისინი ადგნენ და კვარაცხელია გაყიდეს. 75 მილიონი ევრო აიღეს. ნერეში კი, რომელსაც ხვიჩა უნდა შეეცვალა ტრავმირებულია. ლუკაკუ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 40-50%-ს თამაშობს. კლუბისთვის იანვრის სატრანსფერო ბაზარი იმედისგამაცრუებელი იყო და ამან გუნდზე გავლენა მოახდინა“.
- ამბობს კასანო.
„ნაპოლის“ სერია A-ში ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს. კონტეს გუნდი „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება.