მბაპე: ნახევარფინალი პსჟ-სთან? ამაზე ფიქრი ყველაზე დიდი შეცდომაა
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან თამაშის შესაძლებლობა შეაფასა. მეოთხედფინალებში პარიზელები და მადრიდელები წარმატების შემთხვევაში, ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
„ამ შესაძლებლობაზე ახლა ფიქრი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება დავუშვათ. გასულ სეზონს მახსენებს, როცა ყველა ვარაუდობდა, რომ პსჟ და რეალი ფინალში ითამაშებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს არ მოხდა. ასე რომ, მე მხოლოდ მადრიდის რეალსა და არსენალზე ვფიქრობ, რომლებიც მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქეები იქნებიან.
ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა ტურნირზე. გვაქვს შესაძლებლობა, რომ სეზონის ფინალურ ნაწილში დიდ წარმატებას მივაღწიოთ და მთელი ენერგია საკუთარ თავზე, მომავალ მატჩებზე უნდა გავამახვილოთ.
ოქროს ბურთის ფავორიტთა შორის ვარ? გასულ სეზონში მეგონა, რომ ჯილდოს ვინისიუსი მოიგებდა, მაგრამ როდრიმ მოიგო. ეს რომ მეთქვა სამი თვის წინ, სავარაუდოდ ასე მიპასუხებდით: „რა ჯანდაბას ლაპარაკობ?"
ჩვენ არ ვიცით, ვის ანიჭებენ უპირატესობას ოქროს ბურთზე, რა კრიტერიუმებს აქცევენ ყურადღებას. ერთი ის ვიცი, რომ გამარჯვების შანსი ყველას აქვს, მეკარესაც კი“.
- ციტირებს მბაპეს სიტყვებს LeParisien-ი.