გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ლომის ბუნაგშიც გამორჩეულია“ | რას წერს Maxifoot-ი მიქაუტაძეზე

ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, Maxifoot-მა გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა. ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება და Maxifoot-ის თქმით, მიქაუტაძე ტოვებს იმ მოთამაშის შთაბეჭდილებას, რომელსაც ალექსანდრ ლაკაზეტის შეცვლა შეუძლია.

„გასულ ზაფხულს, ლიონისადმი სიყვარულის გამო, ალექსანდრ ლაკაზეტმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. არადა, საუდის არაბეთიდან მაცდური წინადადებები ჰქონდა. კლუბის ხელმძღვანელობა მის დარჩენას პოზიტიურად შეხვდა, მაგრამ ლაკაზეტის წასვლისთვის მზადება მაინც დაიწყო და გიორგი მიქაუტაძე შეიძინა.

ლიონს ევრო 2024-ის თანაბომბარდირი, ბონუსების ჩათვლით, 23 მილიონი ევრო დაუჯდა. მიქაუტაძეს გარკვეული დრო დასჭირდა, რათა მშობლიურ კლუბთან ადაპტაცია გაევლო და საწყის 10 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, ახლა ისე გამოიყურება, ეს პერიოდი შორეული წარსულია.

გიორგი მიქაუტაძე ლე ავრის წინააღმდეგ

ბოლო 27 შეხვედრაში, მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა - იმდენივე, რამდენიც ლაკაზეტის ანგარიშზეა, თუმცა, მას ამისთვის ბევრად ნაკლები წუთი დასჭირდა (1641, 2125-თან). ამას ემატება 8 შედეგიანი გადაცემა, რაც დასტურია იმისა, რომ ლიონის თავდამსხმელი მხოლოდ გოლების გატანით არ გამოირჩევა და შეუძლია, თანაგუნდელები თამაშში ჩართოს.

მიქაუტაძის ძლიერი მხარე ისაა, რომ, როცა გუნდს სჭირდება, მას არასდროს აღალატებს. ოსერთან გაფორმებული დუბლის შემდეგ, ძირითადში დაწყებული 13 შეხვედრიდან 9-ში მიქაუტაძე გადამწყვეტი იყო. როცა გიორგის ლომის ბუნაგში აგდებენ, თავის გამოჩენას მაინც ახერხებს. როგორც ეს პარი სენ-ჟერმენთან და ლე ავრთან გააკეთა.

ლე ავრთან მატჩში, 77-ე წუთზე შესულმა მიქაუტაძემ თამაში მარტომ შემოატრიალა. აიაქსის ყოფილმა მოთამაშემ ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ თავად გაისროლა და ლიონი დააწინაურა, ბოლოს კი ტიაგო ალმადას გაატანინა. იდეალური კვირა, რომლის დროსაც, მან 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

გიორგი მიქაუტაძე ლე ავრის წინააღმდეგ

საკითხავია, არის თუ არა ეს საკმარისი, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში, მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. პაულუ ფონსეკას 10 დღე აქვს, რათა სტრასბურგთან, ლილთან და მანჩესტერ იუნაიტედთან ჩანიშნულ შეხვედრებამდე, გადაწყვეტილება მიიღოს“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, მიქაუტაძე საოცრად გამოიყურება და ევროპა ლიგაზე, „სტიაუასთან“ მატჩში, 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე