ცნობილია, ვინ განსჯის სომხეთი-საქართველოს მატჩს
სომხეთსა და საქართველოს შორის გასამართ ერთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩს, რომელიც ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება, რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
მთავარ არბიტრად რადუ პეტრესკუ იმუშავებს, მისი ასისტენტები რადუ ჟინგულიაკი და მირჩა გრიგორიუ იქნებიან. მეოთხე მსაჯი ანდრეი ჩივულეტე იქნება. რაც შეეხება ვიდეორეფერის, VAR-ის მონიტორებთან იტალიელი ალეანდრო დი პაოლო, მისი თანაშემწე კი ფედერიკო ლა პენა იქნებიან.
ცნობისთვის, რადუ პეტრესკუს საქართველოს ნაკრების მატჩებზე სამჯერ უმუშავია:
2018-19 წლების ერთა ლიგა, ანდორა-საქართველო 1:1 - მთავარი მსაჯი
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, საქართველო-ესპანეთი 1:2 - მთავარი მსაჯი
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, ესპანეთი-საქართველო 3:1 - მეოთხე მსაჯი
რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, მათ მატჩებზე პეტრესკუს ორჯერ უმუშავია - სომხეთი-საფრანგეთი 0:3, სომხეთი-ირლანდია 1-0.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩები 20 მარტს ერევანში, 23 მარტს კი თბილისში გაიმართება. ორმატჩიანი დუელის შედეგად გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების გათამაშებაში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში იასპარეზებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის მომზადება არასრული შემადგენლობით 17 მარტს დაიწყო. დღეიდან ვილი სანიოლის განკარგულებაში მის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი იქნება და საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე სრული შემადგენლობით აგრძელებს მზადებას.