ჩემპიონთა ლიგისთვის უკეთ მოემზადებიან | პსჟ-ნანტის მატჩი გადაიდო
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და პარიზული გრანდის მეტოქე „ასტონ ვილა“ გახლავთ. პირველი შეხვედრა 9 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 15 აპრილს ვიხილავთ.
ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებისთვის უკეთ მოსამსაზადებლად, პსჟ-ს ხელმძღვანელებმა ლიგა 1-ის მმართველ ორგანიზაციას, LFP-ს (ფეხბურთის პროფესიონალური ლიგა) თხოვნით მიმართეს. კლუბის სურვილი იყო, „ნანტთან“ ჩანიშნული მატჩი, რომელიც 12 ან 13 აპრილს უნდა გამართულიყო, გადადებულიყო.
LFP-მა „პარი სენ-ჟერმენის“ თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ დათმობებზე მოუწია წასვლა. თავდაპირველად, „ნანტი“ უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ მსგავსი რამ, ჩემპიონატის სპორტულ პრინციპებს დაარღვევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც LFP-მა „ყვითლებს“ „რენთან“ გასამართ მატჩს თარიღი შეუცვალა, „ნანტისგან“ თანხმობა მიიღო.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში „არსენალსა“ და „რეალს“ შორის საუკეთესოს შეხვდება. მეორე მხარეს, „ბარსელონა“ „დორტმუნდს“ ხვდება, „ბაიერნი“ – „ინტერს“.