რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ვიქტორ ოსიმენი, ჯაკომო რასპადორი, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

La Gazzetta: დღეს ნაპოლის არაფრისგან მომენტის შემქმნელი აკლია

იტალიური პრესა „ნაპოლის“ კრიტიკას განაგრძობს. ანტონიო კონტეს გუნდმა სერია A-ში ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და საჩემპიონო შანსებიც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ.

ამჯერად „პარტენოპეის“ La Gazzetta dello Sport-ი აკრიტიკებს და ხვიჩა კვარაცხელიასაც ახსენებს.

„ჩვენ არ გვჭირდება ვენეციასთან მატჩი იმის დასადასტურებლად, რომ დავინახოთ, თუ როგორ უჭირს შეტევაში კონტეს გუნდს. ამ ნაპოლის ხარისხი არ გააჩნია. აკლია ის, ვინც არაფრისგან მომგებიან სვლას შექმნის, ვინც იცის, თუ როგორ მოიგონოს მომგებიანი სვლა, თუნდაც მჭიდროდ განლაგებული დაცვის წინააღმდეგ.

რასპადორის ვერ მოსთხოვ, რომ კვარაცხელია იყოს და ის გააკეთოს, რასაც ხვიჩა აკეთებდა. დღევანდელი ლუკაკუც არ არის ოსიმენი. დიახ, ვიქტორი მოკლე სივრცეში ფენომენი არ ყოფილა, მაგრამ ღია სივრცეში მომაკვდინებლად მოქმედებდა. და საჯარიმოში მას მხოლოდ ნახევარი მეტრი სჭირდებოდა, რომ მეტოქე დაესაჯა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ნეაპოლელებმა ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაიტანეს, რაც შეტევაში მათ პრობლემებს ნათლად ასახავს. პოლიტანომ, რასპადორიმ და ლუკაკუმ ამ შეხვედრებში ჯამში მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ვიტირე, როდესაც ლივერპულთან მისი თამაში ვნახე“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე