რომან დოლიძე
Aa
Aa

ტოპ 10-ში შევიდა | რომან დოლიძე სამი საფეხურით დაწინაურდა

UFC-იმ საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და რომან დოლიძე დაწინაურდა. გასულ უქმეებზე, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რის შემდეგაც, მისი წინსვლა გარანტირებული იყო.

ვეტორისთან ჩხუბამდე, დოლიძე მე-12 პოზიციას იკავებდა, გამარჯვების შემდეგ კი ტოპ 10-ში შევიდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. „კავკასიელი“ ენტონი ჰერნანდესს, ჯარედ კანონიერს, კაიო ბორალოს, რობერტ უიტეკერს, ისრაელ ადესანიას, ხამზატ ჩიმაევს, შონ სტრიკლენდსა და ნასურდინ იმავოვს ჩამორჩება.

ვეტორისთან გამარჯვების შემდეგ, დოლიძემ ორი სასურველი მეტოქე დაასახელა და ადესანია და უიტეკერი გამოიწვია. „რიპერმა“ „კავკასიელს“ უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ მომდევნო მოწინააღმდეგედ ტოპ 5-ის წევრ მებრძოლს ეძებს, „უკანასკნელს სტაილბენდერს“ კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დოლიძეს კარიერში 18 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 მოგებაა. რომანმა ბოლოს 2024 წლის თებერვალში წააგო და ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა, შემდეგ კი ენტონი სმიტს, კევინ ჰოლანდსა და ზემოთ ხსენებულ ვეტორის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას დანოკაუტება შემიძლია“ | რა შემთხვევაში ეჩხუბება ოლივეირა თოფურიას
„ილიას დანოკაუტება შემიძლია“ | რა შემთხვევაში ეჩხუბება ოლივეირა თოფურიას