ნასერ ალ ხელაიფი, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ხელაიფისთან მისალმებამდე ხელზე დაფურთხებას არ ვაპირებ

ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პსჟ მბაპეს წასვლის შემდეგ, ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე მასთან ერთად იყო.

Leparisien-ი კილიანს ესაუბრა და ამ საკითხის შესახებაც დაუსვა კითხვა, რაზეც მბაპემ ასე უპასუხა.

„მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ მე რეალზე ვარ და ტრებლის მოგების შესაძლებლობაზე. გუნდს აქამდე ეს არასდროს გაუკეთებია, ასე რომ, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემს პირველ სეზონში სამიდან სამივე ტიტულს თუ მოვიგებთ.

ჩამოვართმევ თუ არა ხელს ხელაიფის? პარიზში შვიდი წელი ვითამაშე და იქ საოცარი მომენტები მქონდა. მე არ ვარ იმ ადამიანების მსგავსი, ვინც მხოლოდ ნეგატივზე აკეთებს აქცენტს, ვიცი, როგორ ვიყო მადლიერი იმისთვის, რასაც მაძლევენ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

რა თქმა უნდა, თუ პსჟ-ს და მადრიდის რეალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ნასერ ალ-ხელაიფის ხელს ჩამოვართმევ. და არ იფიქროთ, რომ ხელის ჩამორთმევის წინ ხელისგულზე დავიფურთხებ. ეს არ მოხდება",

- განაცხადა მბაპემ.

პარიზელთა და მადრიდელთა გზები შესაძლოა ნახევარფინალში გადაიკვეთოს. საამისოდ, პსჟ-მ „ასტონ ვილა“ უნდა გააგდოს, „რეალმა“ კი „არსენალი“.

აქვე გეტყვით, რომ მბაპემ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე გიორგი წყალზე დადის“ | რას წერს LEquipe-ი მიქაუტაძის თამაშზე
„მეფე გიორგი წყალზე დადის“ | რას წერს LEquipe-ი მიქაუტაძის თამაშზე