მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მერაბთან რევანშს ომალიზე მეტად უმარი იმსახურებს“ - კორი სენდჰეგენი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა ამავე წონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსა და ექსჩემპიონ შონ ომალის შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

კორი სენდჰეგენი:

„თუ მხოლოდ სპორტული კუთხით შევხედავთ, მერაბისა და უმარის ჩხუბი უფრო თანაბარი იყო, ვიდრე მერაბისა და „შუგას“ ჩხუბი. შესაბამისად, თუ UFC-მ ვინმეს რევანშის შანსი უნდა მისცეს, ეს უნდა იყოს მებრძოლი, რომელმაც მერაბს უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია - ეს არის უმარ ნურმაგომედოვი.

თუმცა ჩხუბების ჩანიშვნაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს და პოპულარობა ერთ-ერთი მათგანია. შონ ომალი ამ მხრივ უკონკურენტოა, რაც მან დიდი შრომით მოიპოვა.

მერაბთან მთელი ჩხუბის განმავლობაში ომალის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა ჰქონდა, ისიც ჩხუბის ბოლოსკენ. „შუგამ“ თითქმის მთელი ბრძოლა წააგო. ომალი ამ ჩხუბს ვერ აკონტროლებდა.

არ გამოვრიცხავ, რომ „შუგა“ შეიძლება დაბრუნდეს და მოიგოს, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ჩხუბი განსხვავებულად წარიმართოს. თუ მებრძოლი ფსონს ნოკაუტზე აკეთებს და შენ მას ამისთვის კიდევ 25 წუთს აძლევ, რა თქმა უნდა, ეს მას უპირატესობას ანიჭებს“.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილს ერთმანეთთან ჩხუბი სურთ და ეს ბრძოლა გულშემატკივრების ინტერესესსაც იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დივიზიონში ეს ბრძოლები ჩაინიშნება“ - სენდჰეგენმა დვალიშვილის მეტოქე დაასახელა
„დივიზიონში ეს ბრძოლები ჩაინიშნება“ - სენდჰეგენმა დვალიშვილის მეტოქე დაასახელა