ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი
Aa
Aa

12 წუთში 10 ქულა ჩააგდო | მამუკელაშვილის სან ანტონიომ ლეიკერსთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ დამარცხდა. „მამუს“ გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა - 109:125.

მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი და 46 წამი გაატარა. მცირე დროის მიუხედავად, სანდრო შედეგიანი იყო და აქტივში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. „მამუმ“ 4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა სტეფონ კასლის ანგარიშზეა. დევინ ვესელმა 17 ქულა დააგროვა, ჯერემი სოხანმა - 15. „ლეიკერსის“ მაისურით ყველაზე მეტი, 30 ქულა ოსტინ რივზმა ჩააგდო. ლუკა დონჩიჩმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 14 ასისტი მიითვალა, მაგრამ 20-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა.

„სან ანტონიოს“ პლეიოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. „სპურსს“ 28 მოგება და 39 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას დანოკაუტება შემიძლია“ | რა შემთხვევაში ეჩხუბება ოლივეირა თოფურიას
„ილიას დანოკაუტება შემიძლია“ | რა შემთხვევაში ეჩხუბება ოლივეირა თოფურიას