ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ილიას დანოკაუტება შემიძლია“ | რა შემთხვევაში ეჩხუბება ოლივეირა თოფურიას

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. „დუ ბრონქსმა“ „ელ მატადორისადმი“ პატივისცემა გამოხატა და დასძინა, რომ მისი დანოკაუტება შეუძლია.

„მსუბუქ წონით დივიზიონში წარმატების მიღწევა ურთულესია. ვფიქრობ, სატიტულო ორთაბრძოლის მიღებას ვიმსახურებ, მაგრამ UFC-სთან ვიმუშავებთ და ვნახოთ, რა მოხდება. საუბარი მიდის დასტინ პორიეზე, ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიაზე. UFC-ისგან ზარს ველოდები და არ ვიცი, შემდეგი ვინ იქნება.

ვეჩხუბები ნებისმიერს, ვისაც ოქტაგონზე დამიყენებენ. თოფურიას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს მსუბუქი წონაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რთული დივიზიონია. ნოკაუტისთვის საჭირო ძალა მაქვს და ჩემი ჯიუ-ჯიცუსიც მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, ილიას დანოკაუტება შემიძლია“, - განუცხადა ოლივეირამ Oddspedia-ს.

საინტერესოა, რომ „დუ ბრონქსის“ სამომავლო გეგმებზე ჩეილ სონენმაც ისაუბრა. სონენმა MMA-ის მოყვარულებს გაუზიარა ოლივეირას პასუხი კითხვაზე, რას ფიქრობს „ელ მატადორთან“ ჩხუბზე: „თოფურიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევებრძოლები თუ საჩემპიონო ქამარს მოიგებს. ეს ჩემი წონაა. ჩემპიონი ვყოფილვარ და ტოპ 15-ში, მასზე მაღალი პოზიცია მიკავია. თუ ჩემთან ჩხუბი სურს, საჩემპიონო ქამარი მოიგოს და ჩემთან სატიტულო ორთაბრძოლაზე თანხმობა განაცხადოს“.

შეგახსენებთ, რომ ოლივეირამ საჩემპიონო ქამარი ისლამ მახაჩევთან დაკარგა, რომელმაც მას მახრჩობელა ილეთით მოუგო. მახაჩევის შემდეგ, „დუ ბრონქსმა“ ბენილ დარიუში დაამარცხა, რასაც არმან ცარუკიანთან წაგებული და მაიკლ ჩენდლერთან მოგებული ჩხუბები მიაყოლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დივიზიონში ეს ბრძოლები ჩაინიშნება“ - სენდჰეგენმა დვალიშვილის მეტოქე დაასახელა
„დივიზიონში ეს ბრძოლები ჩაინიშნება“ - სენდჰეგენმა დვალიშვილის მეტოქე დაასახელა