ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

კორმიე: „თუ მახაჩევი თოფურიას დაამარცხებს, ეს აუცილებლად მოხდება“

უკანასკნელი ინფორმაციით ისლამ მახაჩევმა ზაფხულში ილია თოფურიასთან შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რისი მთავარი მიზეზიც ძველი და კარგად ნაცნობია - მსუბუქი წონითი დივიზიონის უცვლელი ჩემპიონი თვლის, რომ „ელ მატადორს“ მასთან დაპირისპირებამდე ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ქართველი და დაღესტნელი ჩემპიონების შესაძლო ჩხუბის შესახებ დაუსვეს შეკითხვა დენიელ კორმიეს და მისი მოსაზრება ტრადიციულად ძალიან საინტერესო გამოდგა:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მახაჩევი ისურვებს და თოფურიას სატიტულო ბრძოლის ჩატარების შანსს მისცემს. თუ ისლამი მას დაამარცხებს, ხალხი იტყვის, რომ მან მოუგო ვოლკანოვსკის, თოფურიას, ოლივეირას და მოიკანოს, რაც შთამბეჭდავი ჩამონათვალია. თუმცა, დაუკვირდით, მისი ოთხი მეტოქიდან სამი ქვემსუბუქი წონიდან ამოსული იქნება, რასაც ისლამს აუცილებლად წამოძახებენ.

დამიჯერეთ, მახაჩევის გამარჯვების შემთხვევაში, მაშინვე ხაზს გაუსვამენ იმ ფაქტს, რომ მან ქვემსუბუქი წონიდან ამოსული თოფურია დაამარცხა. ზოგადად ასე ხდება, როდესაც რომელიმე წონაში დომინანტი ჩემპიონია, კრიტიკოსები მუდამ მიზეზებს ეძებენ, რომ მისი სიძლიერე ეჭვქვეშ დააყენონ“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს ქვემსუბუქ წონაში ტიტული მაქს ჰოლოუეისთან, ხოლო ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონაში რენატო მოიკანოსთან დაიცვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია-მახაჩევი და ჩიმაევი-დუ პლესი ერთ დღეს იჩხუბებენ“ | რას ამბობს ჩიმაევის მეგობარი
„თოფურია-მახაჩევი და ჩიმაევი-დუ პლესი ერთ დღეს იჩხუბებენ“ | რას ამბობს ჩიმაევის მეგობარი