ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

სამი ბრძოლა 2025-ში - ვოლკანოვსკიმ მეტოქეები დაასახელა

ალექსანდრ ვოლკანოვსკი ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად ემზადება - თვეზე ნაკლებ დროში UFC 314-ის მეინ ქარდზე, 12 აპრილს, მთავარი ბრძოლა სწორედ მასსა და დიეგო ლოპესს შორის შედგება და გამარჯვებული საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს, რომელიც ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა. რამდენი ბრძოლის ჩატარება სურს წელს და როგორია მისი უახლოესი გეგმები, ამის თაობაზე ვოლკანოვსკიმ ერთ-ერთ სპორტულ მედიას ასეთი პასუხი გასცა:

„სულ ამას ვამბობდი, რომ მსურს აქტიურ მებრძოლად დავრჩე. მინდა 2025 წელს დიეგო ლოპესთან ბრძოლის გამართვის შემდეგ, ჯერ მოვსარ ევლოევს, ხოლო შემდეგ პატრისიო პიტბულს დავუპირისპირდე. დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანს სურს ჩემთან ჩხუბი და ამაზე ვერავის ვეტყვი უარს.

ყველას სურს ტიტულისთვის ბრძოლა? ჩემი მთავარი პლუსიც ის გახლავთ, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ შემიძლია შანსი მივცე. არავის არ დასჭირდება ამისთვის ლოდინი, ან დამატებითი ბრძოლების ჩატარება - მოკლედ, ჩემთან არ მოიწყენთ“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბოლო ორი შეხვედრა დათმო და ორივე მათგანი ნოკაუტით წააგო - ის ჯერ ისლამ მახაჩევმა, ხოლო შემდეგ ილია თოფურიამ დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო ჩიმაევზე: ნებისმიერი მეტოქის 1 რაუნდში დამარცხება შეუძლია, მაგრამ...
სეხუდო ჩიმაევზე: ნებისმიერი მეტოქის 1 რაუნდში დამარცხება შეუძლია, მაგრამ...