ბასილაშვილი მასტერსის კვალიფიკაციის ნახევარფინალს ჩაეხსნა
მაიამის მასტერსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მარცხენა მხრის ტრავმის გამო, მესამე სეტში სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, თუმცა თამაში ვეღარ გააგრძელა და მასტერსს ჩაეხსნა.
შეგახსნენებთ, რომ 13 მარტს, ფინიქსის ჩელენჯერის პირველ წრეში, ნიკოლოზი ფრანგ კორენტინ მუტეს დაუპირისპირდა და უშანსოდ ორ სეტში 3:6 2:6 დამარცხდა.
ამ მომენტისთვის, ბასილაშვილი ATP რეიტინგში 412 ქულით 144-ე პოზიციაზე იმყოფება.