გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ და მიქაუტაძე TOP 5-ის სიმბოლურში - ქართველები თავდასხმაში მბაპესთან ერთად

ისტორიული და დასამახსოვრებელი ამბავი ქართული ფეხბურთისთვის - ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored.com-მა გასული შაბათ-კვირის ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და სამ ფორვარდს შორის, ორი ქართველია - ეროვნული ნაკრების თავდამსხმელები, გიორგი მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე, რომლებიც გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად წინა ხაზზე კილიან „რეალის“ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან ერთად განლაგდნენ. სიმბოლურ გუნდში არიან ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიცაა ლამინ იამალი, ბრუნუ ფერნანდეში, ინიგო მარტინესი და სხვები.

როგორც ერთმა, ასევე მეორემ საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებამდე საოცრად მაღალ დონეზე ითამაშა. მიქაუტაძე „ლიონი“ – „ლე ავრის“ შეხვედრაში ცვლილებაზე მაშინ შევიდა, როდესაც მისი თანაგუნდელები 1:2-ს აგებდნენ. ცამეტ წუთში კი ჟორჟმა ეფექტური გოლის გატანასთან ერთად, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება ბუდუს, წინა ტურში სადებიუტო ბურთით თავის გამოჩენის შემდეგ, უგოლოდ მოედანი ამჯერადაც არ დაუტოვებია და „კილთან“ (3:1) უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებაში „ჰაიდენჰაიმს“ გოლითა და ასისტით დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ზივზივაძე და ასევე მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებული და საქართველოს ნაკრებს ისინი ხვალიდან შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე საუკეთესო იყო - ჰაიდენჰაიმმა 6-ქულიანი მატჩი მოიგო
ზივზივაძე საუკეთესო იყო - ჰაიდენჰაიმმა 6-ქულიანი მატჩი მოიგო