გიორგი შერმადინი
Aa
Aa

„ბილბაოს იუბილე ჩაუმწარა“ - ესპანელები შერმადინზე

„გიორგი შერმადინმა „ბილბაოს“ 25 წლის იუბილე ჩაუშხამა“ - ასეთი ფრაზა დღეს საკმაოდ ბევრი ესპანური სპორტული გამოცემის სტატიაში იყო გამოქვეყნებული. ბასკეთის ტრადიციულმა კლუბმა საკალათბურთო კლუბი 2000 წლის 7 მარტს ჩამოაყალიბა და წესით, იუბილე არა გუშინ, არამედ 9 დღის წინ უნდა აღენიშნა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გუშინდელ თამაშამდე ბოლო საშინაო მატჩი „ბილბაოს“ 5 მარტს ჰქონდა გამართული, კლუბის ხელმძღვანელებმა საზეიმო ღონისძიებები სწორედ „ლაგუნა ტენერიფესთან“ შეხვედრისთვის დაგეგმეს.

პომპეზური საღამოსთვის დარბაზში უამრავი საპატიო სტუმარი იყო მიწვეული, თუმცა როგორც კალათბურთის ესპანელმა მიმომხილველები აღნიშნავენ, მარსელინიო უერტასისა და გიორგი შერმადინის დუეტმა ბასკებს ყველაფერი ჩაუშხამეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეტერანი ქართველი ცენტრის ასპარეზობა, რომლისთვისაც ეს თამაში დასამახსოვრებელი იმ კუთხით გახლდათ, რომ ლიგა ენდესაში მისთვის საიუბილეო, მე-1000 მოხსნა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ეს თამაში კანარის კუნძულების გუნდმა 10-ქულიანი სხვაობით, 75:65 მოიგო, შერმადინმა კი 24 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსის მარცხი აუტსაიდერთან - შენგელიას 12 ქულა
ვირტუსის მარცხი აუტსაიდერთან - შენგელიას 12 ქულა