„დივიზიონში ეს ბრძოლები ჩაინიშნება“ - სენდჰეგენმა დვალიშვილის მეტოქე დაასახელა
სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი კორი სენდჰეგენი ბოლო პერიოდში როგორც სოციალურ ქსელში, ასევე მედიის წარმომადგენლებთან ძველებურად აქტიური აღარ იყო, თუმცა როგორც ჩანს ჩრდილში ყოფნა მობეზრდა და საკუთარი გეგმების ნაცვლად, ის ბრძოლები დააანონსა, რომლის ჩანიშვნასაც UFC-ის ხელმძღვანელები უახლოეს პერიოდში მის წონით კატეგორიაში გეგმავენ.
რას ამბობს სენდჰეგენი
არ ვიცი თავად ამ მებრძოლებს რა პოზიციები აქვთ, მაგრამ კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომლის მიხედვითაც სულ მალე უმარ ნურმაგომედოვი პიოტრ იანს დაუპირისპირდება. შონ ომალი კი როგორცკი ოქტაგონზე დაბრუნებას გადაწყვეტს და მგონი ეს დრო შორს აღარ არის, მერაბ დვალიშვილთან რემატჩს ჩაუნიშნავენ.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, კონკრეტულად არაფერი ვიცი - უბრალოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებიდან ერთადერთი ვარ, რომელსაც დვალიშვილთან არ უჩხუბია. მსურს, 2025 წელს სამი ბრძოლა გავმართო და აქედან ერთი საჩემპიონო იყოს.
სენდჰეგენი ბოლოს ოქტაგონზე 2024 წლის აგვისტოში გავიდა და უმარ ნურმაგომედოვთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. დვალიშვილთან შესაძლო ჩხუბზე კი მან რამდენიმე თვის წინ ასევე თქვა, რომ „მანქანის“ დამარცხება შეუძლია, რადგან თვლის, რომ ფეხით დარტყმებში დივიზიონში საუკეთესოა.