ტრავმის გამო, მესი ნაკრების 2 მატჩს გამოტოვებს
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში არ მოხვდა. საუბარია 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებზე, რომლებსაც არგენტინელები ურუგვაისა და ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავენ.
Marca-ს ინფორმაციით, მესის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც, ის საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასევე ტრავმის გამო, განაცხადში ვერ მოხვდა „რომას“ ფორვარდი, პაულო დიბალა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 37 წლის მესიმ, ყველა ტურნირზე, 4 გოლი გაიტანა და 2 გოლი გაიტანა.
არგენტინის ნაკრები ურუგვაისთან 22 მარტს, ბრაზილიასთან კი 26 მარტს ითამაშებს.