საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მომზადება დაიწყო
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მომზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

ჯვაროსნები დღეს შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს, რომლის კადრებსაც უცვლელად გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა სომხეთთან გასამართი მატჩებისთვის, ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადში ოდესის ჩერნომორეცის 20 წლის მცველი, ლუკა ლაცაბიძე შეიყვანა.

ცნობისთვის, საქართველო სომხეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარტს გამართავს. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს დინამო არენაზე გაიმართება. 2-მატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, ჯვაროსნები ერთა ლიგის B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აუღებელი ბურთი მოიგერია“ | რას წერს Marca მამარდაშვილის თამაშზე
„აუღებელი ბურთი მოიგერია“ | რას წერს Marca მამარდაშვილის თამაშზე