ამორიმი: ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც გულშემატკივრები იმსახურებენ
რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშების პროგრესზე ილაპარაკა. პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თავის გუნდში ცვლილებებს ხედავს.
„ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რასაც გულშემატკივრები ელოდებიან და იმსახურებენ. გვინდა მოგებები და უკეთესად თამაში. ჩვენი თამაშები უკეთესი ხდება, ხოლო როცა საჭირო შედეგებს აღწევ, თავს უკეთ გრძნობ. უკეთ ვხვდებით, როგორ და რანაირ პრესინგს მივმართოთ. უფრო მეტ მომენტებს ვქნით და მეტი გოლი გაგვაქვს. ყველა ასპექტში ვიზრდებით და ეს შედეგია მიღებული დროისა და თავდაჯერებულობის ზრდისა, რომელიც შედეგებით მოდის“, - თქვა ამორიმმა.
ამ დროისთვის „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულით, მე-13 ადგილს იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ამორიმის გუნდმა ორი მატჩის ჯამში, „სოსიედადის“ დამარცხებით, ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ იქნება.