„ლეიკერსში წასვლით 100 მილიონი დაკარგა“ - ნოვიცკისთვის ლუკა ფენომენია
ოცდამეერთე საუკუნეში NBA-ში „დალასის“ შემადგენლობაში განსაკუთრებული კვალი ევროპელმა კალათბურთელებმა დატოვეს. საუბარი გვაქვს დირკ ნოვიცკისა და ლუკა დონჩიჩზე, რომლებიც წლების მანძილზე „მავერიქსის“ წამყვან მოთამაშეებად ითვლებოდნენ და მათ შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გერმანელმა დალასელებს ჩემპიონობა მოაგებინა, სლოვენიელს კი საამისოდ შარშან მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. როდესაც ნოვიცკის ლუკას „ლეიკერსში“ ტრეიდზე კიდევ ერთხელ დაუსვეს შეკითხვა, მისგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
რას ამბობს ნოვიცკი
ლუკას შანსი ჰქონდა, რომ „დალასთან“ სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა „ლეიკერსში“ განხორციელებული ტრეიდის შემდეგ მან ამის შესაძლებლობა დაკარგა. ეს გარიგება ნიშნავს იმას, რომ დონჩიჩი მსგავს ხელსაყრელ ხელშეკრულებას ვეღარ გააფორმებს, რითაც როგორც მინიმუმ 100 მილიონ დოლარს იზარალებს. თუმცა, მისი ასეთი საქციელი არ მიკვირს - ლუკა არ არის ის პიროვნება, რომელიც კალათბურთს ფულის გამო თამაშობს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ლოს-ანჯელესის კლუბში კიდევ დიდხანს დარჩება.
დონჩიჩმა „ლეიკერსის“ მაისურით უკანასკნელად გუშინ, გვიან ღამით „ფინიქსთან“ (107:96) იასპარეზა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 26 წლის სლოვენიელის ანგარიშზე 33 ქულა, 11 მოხსნა და 8 ასისტი იყო.