სეხუდო ჩიმაევზე: ნებისმიერი მეტოქის 1 რაუნდში დამარცხება შეუძლია, მაგრამ...
ამერიკელმა მებრძოლმა, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ხამზატ ჩიმაევსა და დრიკუს დუ პლესის შორის მოსალოდნელ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა.
„ჩიმაევს ნებისმიერი მეტოქის 1 რაუნდში დამარცხება შეუძლია, მაგრამ დუ პლესისთან ეს არ იმუშავებს. დრიკუსი მტკიცე მეტოქეა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ხამზატმა უიტეკერთან გააკეთა, დუ პლესისთან კი ამის კეთება 5 რაუნდი მოუწევს. დრიკუსი ამას არ დაუშვებს. ხამზატის გამარჯვებას ვერ ვხედავ“, -თქვა სეხუდომ თავის იუთუბ-არხზე.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჩიმაევის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არც ერთი მარცხია. ბოლო ჩხუბი მან გასული წლის 26 ოქტომბერს, UFC 294-ზე გამართა და ავსტრალიელი რობერტ უიტეკერი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.