რომან დოლიძე, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

რატომ არ გამოიწვია იმავოვი - დოლიძე განმარტებას აკეთებს

საშუალო წონითი დივიზიონის შეხვედრაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იტალიელი მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ, ოქტაგონზე გაკეთებული კომენტარის დროს, რომან დოლიძემ ისრაელ ადესანიასთან, ან რობერტ უიტეკერთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. რატომ უიტეკერი და ადესანია და არა ნასურდინ იმავოვი, რომელთანაც ქართველი 2024 წლის თებერვალში დამარცხდა, ამის თაობაზე დოლიძემ ასეთი აზრი გამოთქვა:

„ობიექტურობის შეგრძნება ნამდვილად არ დამიკარგავს. ნასურდინმა სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა და თავის რიგს ელოდება. რა თქმა უნდა, რემატჩს მის წინააღმდეგ სიამოვნებით ჩავატარებდი და ამაზე უარს არასოდეს ვიტყვი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი უიტეკერთან, ან ადესანიასთან დაპირისპირება გაცილებით უფრო რეალური და სამართლიანი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნასურდინ იმავოვმა ისრაელ ადესანია ნოკაუტში გაგზავნა და საჩემპიონო ჩხუბს ელოდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საშუალო წონითი დივიზიონის სამხრეთ აფრიკელი ჩემპიონის, დრიკუს დუ პლესის მომდევნო მეტოქე არა ის, არამედ დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ხამზარ ჩიმაევი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს“ - ვეტორი იმედგაცრუებულია
„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს“ - ვეტორი იმედგაცრუებულია