მატეო ლაოსი
Aa
Aa

„უჩემოდ ატლეტიკო ჩემპიონი ვერ გახდებოდა“ - არბიტრის სკანდალური აღიარება

კარიერის დასრულების შემდეგ არბიტრები დაშვებულ შეცდომებს ხშირად აღიარებენ და მათ რიგებს შეუერთდა ანტონიო მატეო ლაოსი, რომლის ნათქვამმაც საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ცნობილმა ესპანელმა არბიტრმა აღნიშნა, მის გარეშე 2014 წელს „ატლეტიკო“ ლა ლიგის ჩემპიონი ვერანაირად ვერ გახდებოდა და თუ რატომ, ამაზე ის დეტალურად ასეთ ამბებს ჰყვება:

„ალბათ ყველას გახსოვთ მაშინ „ნოუ კამპზე“ გამართული „ბარსელონა“ - ატლეტიკოს“ შეხვედრა, სადაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე როხიბლანკოს ხელს ქულაც აძლევდა. მართლაც, ალექსის სანჩესის გატანილი ბურთი 49-ე წუთზე დიეგო გოდინმა გაქვითა, მაგრამ რომ არა ჩემი შეცდომა, ეს გოლი ამ შეხვედრაში ბოლო ნამდვილად არ იქნებოდა.

66-ე წუთზე ლიონელ მესის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გავაუქმე, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ბურთი მას არა მისი თანაგუნდელი ფაბრეგასისგან, არამედ სტუმართა მცველ ხუანფრანისგან მიუვიდა. იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი, ამის დანახვა შეუძლებელი გახლდათ და მაშინვე რომ შემემჩნია, სულ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ბევრი ჩემს ადგილას ლაინსმენს დაადანაშაულებდა, მაგრამ პასუხისმგებელი შეცდომაზე ყოველთვის მთავარი მსაჯია“.

შეგახსენებთ, რომ 2013-2014 წლების სეზონში „ატლეტიკომ“ ესპანეთის ჩემპიონატი დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით მოიგო - მადრიდელებმა 38 ტურში 90 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ „ბარსას“ 3 ქულით აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-მ გამოძიება დაიწყო: შესაძლოა, მესი დასაჯონ
FIFA-მ გამოძიება დაიწყო: შესაძლოა, მესი დასაჯონ