L’Equipe-მა სიმბოლურში არ შეიყვანა | მიქაუტაძე Sofascore-ის რჩეულთა შორისაა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძემ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ლიონი“ 1:2-ს აგებდა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მიქაუტაძის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მაინც არ შეიყვანა. L’Equipe-მა შეტევაში უსმან დემბელესა და მიკა ბიერეტის დუეტი დააყენა. დემბელემ „მარსელს“ გაუტანა, ხოლო ბიერეტმა - „ანჟერს“.
განსხვავებული ვითარება გვაქვს Sofascore-ის სიმბოლურ ნაკრებში. სტატისტიკურმა სააგენტომ მიქაუტაძე რჩეულთა შორის დაასახელა და გიორგი შეტევაში ვესლი საიდთან ერთად გაამწესა. Sofascore-ის სიმბოლურში ვერც დემბელე და ვერც ბიერეტი ვერ მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და სომხეთთან, ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.