„თეიქდაუნების მეფე ხარ“ | ლეგენდარული ჟორჟ სენ-პიერი მერაბს შეხვდა
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ჟორჟ სენ-პიერი მერაბ დვალიშვილს შეხვდა. „მანქანა“ ლას-ვეგასში იმყოფებოდა, სადაც რომან დოლიძისა და მარვი ვეტორის ჩხუბს დაესწრო და სენ-პიერისგან საქებარი სიტყვებიც მიიღო.
„ახლახან, თეიქდაუნების საუკეთესო შემსრულებელს, მერაბ დვალიშვილს შევხვდი“, - დაწერა სენ-პიერმა X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჟორჟი დვალიშვილს მისი მიღწევის გაუმჯობესებასა და UFC-ის რეკორდის დამყარებას ულოცავს.
„გილოცავ! ეს სხვებზე უკეთ გამოგივიდა. თეიქდაუნების მეფე ხარ. რეკორდები მყარდება იმისთვის, რომ შემდგომში დაამხონ. ქართველი ხალხი ძალიან მტკიცენი ხართ. ჭიდაობაში, ბევრი ქართველი დამხმარებია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ ასე ღირსეულად წარმოადგენ“, - ამბობს სენ-პიერი.
The Takedown Kings! ???????????????? This moment between GSP and Merab at #UFCVegas104 ???? pic.twitter.com/qA8Tz4D4Xa
— UFC Canada (@UFC_CA) March 16, 2025
ცნობისთვის, სენ-პიერს ჭიდაობის გაუმჯობესებაში გივი სისაური ეხმარებოდა. ეს უკანასკნელი 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და 1996 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. სისაური თავისუფალ ჭიდაობაში, კანადის სახელით გამოდიოდა და ფინალში კენდალ კროსთან დამარცხდა. იგი თბილისში დაიბადა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს. სენ-პიერის რეკორდს რაც შეეხება, მას 90 თეიქდაუნი ჰქონდა, მერაბის ანგარიშზე კი უკვე 92 თეიქდაუნია.