მესის ლამაზი გოლი | ლობჟანიძის ატლანტა ინტერ მაიამისთან დამარცხდა
საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ „ინტერ მაიამისთან“ დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მასპინძლის სტატუსით იყო და იგებდა კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო სამ შეხვედრაში მეორედ წააგო - 1:2.
მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-11 წუთზე, „ატლანტა იუნაიტედი“ ემანუელ ლატე ლატმა დააწინაურა. 9 წუთში ლიონელ მესის ჯერი დადგა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მცველი ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუდგო - 1:1.
Messi steals it, Messi finishes it.
— Major League Soccer (@MLS) March 16, 2025
???? things. pic.twitter.com/u0RovdUfzq
შეხვედრის გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გავიდა. ჟორდი ალბას გადაცემით ფაფა პიკოტმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საბას რაც შეეხება, მან მოედანზე 72 წუთი გაატარა და მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, რომელსაც მცველები გადაეფარნენ. ლობჟანიძეს ერთი საკვანძო გადაცემა ჰქონდა და 15-დან 13 ზუსტი პასი გააკეთა.
ცნობისთვის, „ატლანტა იუნაიტედს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „ინტერ მაიამის“ ანგარიშზე 10 ქულაა და მესი და კომპანია პირველ ადგილზე არიან. ლობჟანიძის გუნდის მომდევნო მეტოქე „ცინცინატი“ გახლავთ, რომელსაც „ატლანტა იუნაიტედი“ 22 მარტს დაუპირისპირდება.