გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ასე უნდა გააგრძელოს“ | რა თქვა ფონსეკას ასისტენტმა მიქაუტაძეზე

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ასისტენტმა, ჟორჟე მასიელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. პორტუგალიელ სპეციალისტს დისკვალიფიკაცია აქვს, რის გამოც, ლიგა 1-ის მატჩებისას, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ეკრძალება და გუნდს დარიგებებს სწორედ მასიელი აძლევს.

„ლე ავრთან“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც „ლიონმა“ მიქაუტაძის წყალობით, 4:2 მოიგო, ფონსეკას ასისტენტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო: „გოლები კეტჩუპივითაა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი, ეს კრიშტიანუ რონალდუმ თქვა და აზრი ისაა, რომ ერთს მეორე მოჰყვება და ყველა ერთად მოდის.

გიორგისთვის ძალიან კარგია, რაც ხდება და ასე უნდა გააგრძელოს. რაღაც გვაკლდა და ვფიქრობთ, რომ ისაა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ეს სიცარიელე შეავსოს. მიქაუტაძე გუნდს ძალას, სიღრმესა და მეტოქის საჯარიმოში აგრესიულობას სძენს. მოედანზე სწორი დამოკიდებულებით შევიდა და იმსახურებს იმას, რასაც მიაღწია. ეს ყველაფერი მის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია“.

ცნობისთვის, „ლე ავრთან“ მატჩში, მიქაუტაძე მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც „ლიონი“ 1:2-ს აგებდა. ქართველმა ფეხბურთელმა სამ საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა. „ლიონმა“ 4:2 იმარჯვა, მიქაუტაძემ კი გოლი და 2 ასისტი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუდარებელი მეფე გიორგი“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეს აფასებს
„შეუდარებელი მეფე გიორგი“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეს აფასებს