ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„იდიოტი არ ვარ და ამას არ გავაკეთებ“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს. ჯამალ ნიაზისთვის მიცემულ ინტერვიუში, „ბედიმ“ „ელ მატადორზე“ ილაპარაკა და განაცხადა, რომ თოფურიასთვის არავის გაუკეთებია ის, რასაც თავად აპირებს.

„ილია თოფურიაზე ლაპარაკით დავიღალე. ის ნამდვილი სულელია. ჩემს სახელსა და ცნობადობაზე გამოკიდება რომ არა, UFC-ში არ იქნებოდა იმ ადგილას, სადაც დღესდღეობით იმყოფება. დიახ, მინდა, ერთ დღეს, მასთან დაპირისპირებას ბოლო მოვუღო, მაგრამ ვნახოთ, ამისთვის მზად თუ იქნება და ნაბიჯს თუ გადმოდგამს.

ჩხუბისას მთავარი საბრძოლო სტილია. ილიას არც ერთ მეტოქეს გაუკეთებია მისთვის ის, რასაც მე გავუკეთებ. ყველა ცდილობს, მას კრივში აჯობოს და არაფერი სწორედ ამიტომ არ გამოსდით. იდიოტი არ ვარ და ოქტაგონზე მხოლოდ კრივისთვის არ გავალ“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტის მომდევნო მეტოქე მაიკლ ჩენდლერი გახლავთ, რომელსაც UFC 314-ზე დაუპირისპირდება. ამავე ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაა, რომელშიც, ვაკანტური ქამრისთვის, დიეგო ლოპესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი იასპარეზებენ. ილიას რაც შეეხება, იგი მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და ჯერჯერობით, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუდარებელი მეფე გიორგი“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეს აფასებს
„შეუდარებელი მეფე გიორგი“ - ფრანგული პრესა მიქაუტაძეს აფასებს