ლუის ენრიკე
Aa
Aa

„გასახდელში ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო იყო“ - ენრიკე მარსელთან მატჩზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან „მარსელს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად ჩემპიონობაც გაინაღდა. პარიზულმა გუნდმა „მარსელთან“ ქულათა სხვაობა 19-მდე გაზარდა და დარჩენილ ტურებში რთულად წარმოსადგენია, რომ პარიზელებმა ეს უპირატესობა გაანიავონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ DAZN-ის მიკროფონთან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

„რთული მატჩი იყო. „ლე კლასიკი“ ფეხბურთელებისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული თამაშია. დაძაბულობა იყო იყო და ამას ვგრძნობდით. გუნდში კიდევ ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო იყო, რომელიც ლივერპულთან მატჩის შემდეგ გამოგვყვა. ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. დღეს ორმა ისეთმა გუნდმა ითამაშა, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე კარგ დონეს აჩვენებს, მარსელი ამიტომაც არის მეორე ადგილზე. ვგრძნობდი, რომ ეს მატჩიც ჩემპიონთა ლიგის დონეზე იდგა, ისე, როგორც ლივერპულთან იყო“.

„ბევრ ეპიზოდში უფრო უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ამჯერად, ეს წარმოუდგენელი სტადიონი დაგვეხმარა ყველაფერში. საოცარი კვირა გვქონდა, ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალში გავედით, ახლა კი ლიგა 1-ის ტიტული თითქმის ხელებში გვიჭირავს, ჩემპინთა ლიგაზე ასპარეზობას ვაგრძელებთ და ასევე, საფრანგეთის თასის ნახევარფინალშიც ვართ, თანაც ეს ყველაფერი ასეთი ახალგაზრდა გუნდით შევქმენით. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კიდევ შეუძლიათ განვითარება. ყოველი გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და მნიშვნელოვანი თამაშებისთვის კარგად ვემზადებით“.

ამ გამარჯვებით, პსჟ-მა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 68 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“, რომელსაც 49 ქულა აქვს, 19 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, სტუმრად ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა მარსელს მოუგო - ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა
პსჟ-მა მარსელს მოუგო - ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა