ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილი იყო“ - ხვიჩას ფრანგული მედია აფასებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან „მარსელს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა, მისი თამაში მაინც დამაკმაყოფილებელი იყო. კვარაცხელიამ პირველი გოლის ეპიზოდში პრე-ასისტი შეასრულა და ამასთან, განსაკუთრებით გამორჩეული პირველი ნახევარი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში სხვადასხვა გვარად შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Footmercato – 6 ქულა: პარიზელთა შემტევი სამეულიდან ყველაზე ნაკლებად ანათებდა, მაგრამ ყოფილმა ნეაპოლიტანელმა საქმეს თავი მაინც ღირსეულად გაართვა. დემბელეს გოლი სწორედ მის ჭკვიანურ მოქმედებას მოჰყვა, როდესაც ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო და ესპანელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა. თამაშის მიმდინარეობისას რეალური მომენტი არ ჰქონია და ძირითადად, პირველი 45 წუთის განმავლობაში ბრწყინავდა.

Sofoot – 6 ქულა: დრიბლინგის სიმფონია ძალიან უხდება.

Maxifoot – 6.5 ქულა: ქართველი ახალ გუნდში თავს დღითიდღე უფრო კომფორტულად გრძნობს და დღეს, თავისი ტექნიკური თვისებები კიდევ ერთხელ აჩვენა. ყოველი ბურთის კონტროლი, პასი თუ დრიბლინგი სრულყოფილად იყო ათვისებული. პარიზელთა პირველ გოლზე მან გავლენა მოახდინა, როდესაც რუისს ბურთი თავით გადასცა.

90Min – 6.5 ქულა: მე-18 წუთზე მისმა თავურმა პარიზს პირველი გოლი მოუტანა. ქართველმა ბევრი იმუშავა და გამუდმებით ბურთს ითხოვდა. ცდილობდა, ლუის ენრიკე (მარსელის ფეხბურთელი) ერთი-ერთზე დაეჯაბნა, მაგრამ გამარჯვებული მუდმივად ვერ გამოდიოდა. მაგრამ მაინც აქტიურობდა და მეტოქისთვის საფრთხეებს ქმნიდა. მისი აჩქარება მთლიანად გუნდის აჩქარებაზე იყო მიბმული და ეს თანმიმდევრობით ხდებოდა. როდესაც ამას აკეთებდა, პსჟ-ის თამაშიც იცვლებოდა.

Parisfans – 5.5 ქულა: ტექნიკურად სრულყოფილი იყო და თამაშისგან სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ველით, რომ მომავალ მატჩებში კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაში მან პირველივე მოქმედებაში დააზარალა მარსელი. მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო.

ხვიჩა კვარაცხელია მარსელის წინააღმდეგ

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ გამარჯვებით, პსჟ-მა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 68 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“, რომელსაც 49 ქულა აქვს, 19 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, სტუმრად ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა მარსელს მოუგო - ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა
პსჟ-მა მარსელს მოუგო - ხვიჩამ 80 წუთი ითამაშა