გოგა ბითაძე
Aa
Aa

ორლანდომ კლივლენდის 16-მატჩიანი სერია დაასრულა - ბითაძის 3 ქულა

„ორლანდო“ NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს ნამდვილი სენსაციის ავტორი გახდა - „მეჯიქმა“ სტუმრად „კლივლენდი“ დაძაბულ ბრძოლაში 108:103 დაამარცხა და „კავალიერსის“ 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა. სამწუხაროდ, წინა შეხვედრების მსგავსად, გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის შანსი ამჯერადაც მცირე ხნით მიეცა და ქართველი კალათბურთელი ჯამალ მოსლიმ შეხვედრაში მხოლოდ ბოლო მეოთხედში ჩართო.

25 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 3 ქულით, 1 ასისტითა და 1 დაფარებით დაასრულა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგას თანაგუნდელი და კონკურენტი პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი კიდევ ერთხელ შეასრულა და 24 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. რაც შეეხება „კლივლენდს“, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის შემადგენლობაში 23 ქულით, 6 მოხსნით, 5 ასისტითა და 1 ჩაჭრით დონოვან მიტჩელი გამოირჩეოდა.

32 მოგებითა და 37 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონ როკეტსთან“ ჩაატარებს, რომელიც 20 მარტს, თბილისის დროით, 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 10 ქულა და კარგი მატჩი - სპურსმა ნიუ ორლეანი დაამარცხა
მამუკელაშვილის 10 ქულა და კარგი მატჩი - სპურსმა ნიუ ორლეანი დაამარცხა